ვალერი ჩეჩელაშვილი - თუ „ქართულმა ოცნებამ“  ხისტი ხაზი გააგრძელა და მიუხედავად ყველა გართულებისა, ყაველაშვილი პრეზიდენტად მაინც დანიშნა, 16 დეკემბერს უფრო ხისტი გადაწყვეტილებების მოლოდინში უნდა იყოს - ჯერ კიდევ რჩებათ შანსი

თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხისტი ხაზი გააგრძელა და ხვალ, მიუხედავად ყველა გართულებისა, ბატონი ყაველაშვილი მაინც დანიშნა პრეზიდენტად, მაშინ 16 დეკემბერს უფრო ხისტი გადაწყვეტილებების მოლოდინში უნდა იყოს „ქართლი ოცნება“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა არალეგიტიმური გადაწყვეტილებების ჯაჭვის ერთი შემდეგი რგოლი იქნება.

„მაკრონის განცხადებას მე განვიხილავდი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან გამართული საუბრის კონტექსტში. ეს ასევე შექმნის შემდგომი საუბრის კონტექსტში, რომელიც უნდა შედგეს ბატონ მაკრონსა და საპატიო თავმჯდომარეს შორის. ჩემთვის ეს პირველ რიგში იმის ნიშანია, რომ საქართველო რჩება ჩვენი ევროპელი პარტნიორების ფოკუსში, ინტერესებში. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება 16 დეკემბერს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. იქნება ცალკე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხისტი ხაზი გააგრძელა და ხვალ, მიუხედავად ყველა გართულებისა, ბატონი ყაველაშვილი მაინც დანიშნა პრეზიდენტად, რაც არალეგიტიმური გადაწყვეტილებების ჯაჭვის ერთი შემდეგი რგოლი იქნება, მაშინ მე ვფიქრობ, რომ 16 დეკემბერს უფრო ხისტი გადაწყვეტილებების მოლოდინში უნდა იყოს „ქართლი ოცნება“. ჯერ კიდევ არ არის მატარებელი საბოლოოდ წასული და „ქართლ ოცნებას“ კიდევ რჩება იმის შანსი, რომ დარჩეს ქართულ პოლიტიკურ ველზე სერიოზულ მოთამაშედ, თუნდაც ოპოზიციურ მოთამაშედ. თუ კომპრომისისკენ მზადყოფნა არ გამოავლინა „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს შეიყვანს უფრო და უფრო მეტ ჩიხში. ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის პოლიტიკური მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს