კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე - მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება

მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელმაც ხვალ პარლამენტის წინ დაანონსებულ ღონისძიებას პროვოკაცია უწოდა.

კალაძის თქმით, წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის.

“დღეს საღამოს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია” და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ.

რა პროვოკაციაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, თავად უკეთ იცის, რადგან წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის.

მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, მე ამაზე სხვა დროს არ მისაუბრია; ბოდიში, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, რომელიც სამწუხაროდ, ემსახურებოდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს. მადლობა ღმერთს, 2025 წლის დადგომას ახალი პრეზიდენტი მოულოცავს საქართველოს მოსახლეობას.

რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ხვალ იქნება სადღესასწაულო განწყობა, იქნება ზეიმი, იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ვითარება სრულად კონტროლდება”, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად