მელიქიშვილიდან რუსთაველის გამზირისკენ ახალგაზრდები აქცია-მსვლელობას  მართავენ

მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ, ამ წუთებში, ახალგაზრდები აქცია-მსვლელობას - "გაიღვიძე საქართველო" მართავენ.

ახალგაზრდები თავდაპირველად ფილარმონიასთან დილის, 07:00 საათზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის დაგეგმილ არჩევნებს გააპროტესტებენ.

მათი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა, პირველ რიგში, განათლებას აუფასურებს, “იმ განათლებას, რომლის გზასაც ევროპისკენ მივყავართ”.

„დღეს ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენის ქმედებით ხელისუფლება გვეუბნება იმას, რომ ჩვენი შრომა, რასაც ვსწავლობთ, რომელიც შემდეგ სამშობლოს უნდა მოვახმაროთ, ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ, რომ გვერდზე გადადონ და ვიღაც ისეთი, არა განათლებით და დიპლომით, არამედ, ჰაბიტუსით შეირჩეს საპრეზიდენტო კანდიდატად. ეს სრულიად მიუღებელია. არავის სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც თავისი მწირი განათლებით მომავალში გადაგვიწყვეტს ისეთ საკითხებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთი მონაწილემ.

მათ უჭირავთ ბანერები, რომელზეც მათ შორის გამოსახულები არიან ის ადამიანები, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს პოლიციის ცემის მიერ დაზიანებები მიიღეს, ასევე უჭირავთ ბანერები წარწერით: „მოსკოვში ყაველაშვილმა ისწავლოს“, „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“. ასევე ისმის შეძახილები „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.

ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენასთან ერთად, ახალგაზრდები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახნას 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა