თემურ მჟავიას გარდა, პარლამენტში მისვლას და საარჩევნო კოლეგიის ფარგლებში, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია აპირებს

მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს.

შესაბამისად, ზურაბ ჯგებურია დღეს პარლამენტში მისვლას და საარჩევნო კოლეგიის ფარგლებში, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან დავდგე - მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ-თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ჩემი დიდი ოჯახის, შვილების-შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე“, - ნათქვამია ზურაბ ჯგუბურიას განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტში მისვლას არ გეგმავს არც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი თემურ მჟავია. „მე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უარს ვაცხადებ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს ვუცხადებ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს“, - განუცხადა მჟავიამ „ინტერპრესნიუსს“.

14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.

კენჭისყრის პროცესი პარლამენტის სასახლეში - 9:00 საათიდან დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.

პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - მინიმუმ 151 წევრის დასწრება.

პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.

არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: - პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი - სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე