მამუკა ხაზარაძე - არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა

არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაზარაძე წერს, ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

„ივანიშვილი და მისი რუსული, თვითგამოცხადებული მთავრობა რჩება სრულ იზოლაციაში დასავლური სამყაროსგან მაშინ, როცა ქართველ ხალხს და მის სამართლიან მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი არჩევნები, ევროპელი ლიდერები ღია მხარდაჭერას უცხადებენ!

ისტორია ყველას თავის სახელს დაარქმევს - მოღალატე ივანიშვილსაც და გმირ ქართველ ხალხსაც, რომელიც დაბადებულია გამარჯვებისთვის! ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს! თავისუფლებისთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე - გამარჯვებამდე!“ - წერს ხაზარაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა