სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სახალხო სიხარულის დღე იყო! - მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს და რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს

მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ანადგურებს და რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი იხსენებს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სახალხო სიხარულის დღე იყო.

„ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს კონსენსუსის, სახალხო სიხარულისა და დიდი ემოციების დღე იყო! ერთი წლის განმავლობაში მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს და რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა