მამუკა მდინარაძე - ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ „კალაძე“ აწერია, არის მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულება

ამ ქვეყანაში ინსტიტუტები მუშაობენ, რაც არ უნდა ილუზიები შექმნათ და სალომე ზურაბიშვილმა ჩავლით ირბინოს, ხალხი რომ არ დახვდება პარლამენტთან ბევრი და განაწყენდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მდინარაძემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ აქვს და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნა უნდა.

„საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ აქვს. ტყუილად ეკიდებით ხავსს, რომელიც ხავსის ფუნქციასაც აღარ ასრულებს. მოჭიდებამდე ილუზიას ქმნის, რომ შეიძლება თავი დაიჭირო, მაგრამ ხავსის ფუნქციასაც ვეღარ ასრულებს. ვიღაცას ვინ დაურეკავს ან არ დაურეკავს, მესამე ხარისხოვანია. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, რომ ჩვენ გვინდა, ხელისუფლებაში იყოს „ქართული ოცნება“, შესაბამისად, ამის მიხედვით გრძელდება ცხოვრება და ეკონომიკური განვითარება, ინსტიტუტები მუშაობენ ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა ილუზიები შექმნათ და სალომე ზურაბიშვილმა ჩავლით ირბინოს, ხალხი რომ არ დახვდება პარლამენტთან ბევრი და განაწყენდება. ჩავიარე უბრალოდ და არ დავრჩიო, ხალხი არ იყო ბევრიო, არ ამბობს. დღეს რომ ზურაბიშვილმა ხალხის რაოდენობა დაიწუნა, გუშინ ყველა „ნაცი“ ორიენტირებული იყო, რომ მამუკა მდინარაძეზე ერთ წინადადებაზე მეტი სალანძღავი სიტყვა ეთქვა“, - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძე გამოეხმაურა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კახა კალაძის სანაკრებო მაისურის მიტანას და მასზე ფეხით გადავლას. მდინარაძის შეფასებით, ეს მავნებლობა და ფაშიზმია.

„ახალ-ახალ სიგიჟეებს აკეთებენ და მარაზმის ახალ-ახალ მწვერვალებს აღწევენ. ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ „კალაძე“ აწერია, არის მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულება. ყოვედღიურად ახალ რაღაცებს აკეთებენ. სხვათაშორის, დროშა და გერბიცაა ნაკრების მაისურზე დატანილი და ცოტა დაფიქრდნენ, სანამ ამას გააკეთებენ. იმისთვის, რომ ერთი ადამიანი შეურაცხყონ, გერბზე, დროშაზე, ნაკრების მაისურზე ფეხით სირბილი ცუდი რამაა, რბილად რომ ვთქვათ. ცოტა დაფიქრდნენ, სანამ ფაშიზმის ახალ მწვერვალს დაიპყრობენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო