ლევან მახაშვილი - სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ "სერი" მემკვიდრეობით მიდის საპრეზიდენტო პოსტიდან - ვისურვებდი, რომ როდესაც საპრეზიდენტო მანდატს დატოვებს, ეს "სერი" ფერი შავში არ გადაუვიდეს

სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ "სერი" მემკვიდრეობით მიდის საპრეზიდენტო პოსტიდან - ვისურვებდი, რომ როდესაც საპრეზიდენტო მანდატს დატოვებს, ეს "სერი" ფერი შავში არ გადაუვიდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ფაქტი ისაა, რომ ზურაბიშვილი საპრეზიდენტო მანდატს ტოვებს ისე, რომ გამტყუნებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში.

„შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი საპრეზიდენტო მანდატს ტოვებს ისე, რომ გამტყუნებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში. ამიტომ საკმაოდ "სერი" მემკვიდრეობით მიდის საპრეზიდენტო პოსტიდან, ორი კვირა დარჩა და ვისურვებდი, რომ როდესაც საპრეზიდენტო მანდატს დატოვებს, ეს "სერი" ფერი შავში არ გადაუვიდეს და ისტორიაში დარჩეს პრეზიდენტად, რომელმაც მშვიდობიანად, წყნარად გადააბარა მანდატი სხვა ადამიანს”,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს