ხატია დეკანოიძე - დღევანდელი სურათი, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტშია, რეჟიმის საცოდაობაა - ეს ის ამაზრზენი ფორმაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს საბოლოოდ დაამკვიდროს საქართველოში

დღევანდელი სურათი, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტშია, რეჟიმის საცოდაობაა. ეს ის ამაზრზენი ფორმაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს საბოლოოდ დაამკვიდროს საქართველოში - რეჟიმის დამხობის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ქვეყანა განვითარდეს, ისე როგორიც საზოგადოების მოლოდინია,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საღამოს დაგეგმილი საახალწლო ილუმინაციების ანთება, პროვოკაციული ნაბიჯია.

„დღევანდელი სურათი, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტშია, ეს რეჟიმის საცოდაობაა. ეს, ის ამაზრზენი ფორმაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს საბოლოოდ დაამკვიდროს საქართველოში, რაც არ გამოუვა. ყაველაშვილი ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს საქართველოს მოქალაქეებისგან. რეჟიმი უნდა დაემხოს და ამ რეჟიმის დამხობის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ქვეყანა განვითარდეს, ისე როგორიც საზოგადოების მოლოდინია. ლეგიტიმაციაზე საუბარი ზედმეტია, მთავარია პროტესტი გაგრძელდეს და მობილიზებულები ვიყოთ, როგორც ამ დღეების განმავლობაში.

საახალწლო ილუმინაციების ანთება ეს სრულად პროვოკაციული ნაბიჯია. ის ადგილი, სადაც ამ პერიოდის განმავლობაში ხალხი აწამეს და დაწამლეს. ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე უგონოდ ეყარნენ და ამ დროს საკუთარ მომხრეებს წერენ, რომ მოდით ნაძვის ხის ასანთებად. ქართველი ხალხის არის ნებისმიერი დღესასწაული და ჩვენ არ გვჭირდება, სანამ ეს ქვეყანა თავისუფალი არ იქნება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს