გორის მუნიციპალიტეტში გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან

გორის მუნიციპალიტეტში გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო სადენების აღდგენა.

აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცობით, გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა გვიან ღამით დაიწყო.

„თოვლმა და ძლიერმა ყინვამ გვიან ღამით პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის გადამცემი სადენები. ამ ეტაპისთვის ელექტრო ენერგია გათიშულია 22 სოფელში.

დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს