ძლიერმა ქარმა ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავები და მწვანე ნარგავები დააზიანა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მწვანე ნარგავები დაზიანდა, ასევე დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესები.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება.

„მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა და ამ დრომდე გრძელდება ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.

დილიდან დაიწყო შტორმის შედეგად დაბინძურებული ძველი და ახალი ბულვარის პრომენადის გაწმენდითი სამუშაოები.

მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს