თაზო დათუნაშვილი - პარლამენტში არის ხალხი, რომელსაც წიგნი წაკითხული არ აქვთ და არც დიპლომები გააჩნიათ, ირჩევენ კაცს პრეზიდენტად, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს -12 წელია საზოგადოებაზე რევანშს ახორციელებენ

პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით გადაიჭრება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ შეიძლება რაიმე შუაში იყოს გონებრივად არამდგრადი კობახიძის გაშვებასთან და მის მაგივრად ვინმე სხვა სულელის მოყვანასთან, რომელიც უფრო მორჩილი იქნება, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა თაზო დათუნაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება საწინდარი იქნება იმისა, რომ რაიმე მოლაპარაკებები დაიწყოს.

„საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია, რომელიც გაყალბების შედეგად იქნა არჩეული. შესაბამისად ეს კოლეგია, რომელიც ვითომ ირჩევს პრეზიდენტს, ცალსახად არალეგიტიმური პროცესია. იქ [პარლამენტში] არის ხალხი, რომელსაც წიგნი წაკითხული არ აქვთ და არც დიპლომები გააჩნიათ, ირჩევენ კაცს პრეზიდენტად, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს. 12 წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებაზე რევანშს ახორციელებენ.

ეს ხალხი აქ დიდი ხანია დგას და მანამდე იქნებიან, სანამ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრება. პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით გადაიჭრება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ შეიძლება რაიმე შუაში იყოს გონებრივად არამდგრადი კობახიძის გაშვება და მის მაგივრად ვინმე სხვა სულელის მოყვანა, რომელიც უფრო მორჩილი იქნება. ქართველმა ხალხმა თავიდან უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რადგან ხმები გაუყალბეს.

სანამ ყველა პოლიტიკურ დევნილსა და პატიმარს არ გაათავისუფლებენ და იმ წამებას, რომელიც წინა დღეებში მიმდინარეობდა თავისი სახელი არ დაერქმევა და დამნაშავეები არ დაისჯებიან, პროცესი წინ არ წავა. მათი გათავისუფლება არის საწინდარი იმისა, რომ რაიმე მოლაპარაკებები დაიწყოს.

ივანიშვილი ცრურწმენების კაცია, უწიგნური კაცია, არ იცის როგორ მოიქცეს ისეთ ვითარებაში, როდესაც შიში აიტანს. ამ ხალხს იუმორის გრძნობა აქვს, ამ ხალხს მის ველურ იმპულსებზე ძალიან კარგად შეუძლიათ "იღადაონ". აგრძელებს პროვოკაციებს და სიტუაციის დაძაბვას.

ის, რასაც საღამოს აპირებს [საახალწლო ილუმინაციების ანთებას], როცა საჯარო მოხელეებს "მესიჯები" მიუვიდათ - ბავშვებთან ერთად გამოდით მოწამლულ რუსთაველზეო - ეს მათი სასოწარკვეთილების, პროვოკაციისა და საზოგადოების დაპირისპირების მცდელობაა. აქ თუ რაიმე მოხდა და სიტუაცია დაიძაბა, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა კალაძეს, ივანიშვილსა და გომელაურს ეკისრება", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს