პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დიზაინერების მარშიც შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დიზაინერების მარშიც შეუერთდა.

პარლამენტის წინ მყოფი მოქალაქეები მათ მისვლას ოვაციებით შეხვდნენ.

ისინი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს.

მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას ცოტა ხანში შეუერთდება მთამსვლელთა მარშიც.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულები არიან მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში შექმნილი საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას აპროტესტებენ.

მათ ადგილზე დიპლომები და ფეხბურთის ბურთები აქვთ მიტანილი.

ასევე, დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.

აქციის პარალელურად საპოლიციო ძალის მობილიზებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მობილიზებაა 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, ასევე შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზე ისე არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას.

საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს