ირაკლი კობახიძე - ჩავარდა „ნაცმაიდანი“ - ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ წინადადებას საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის თაობაზე

ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმაიდანის“ გეგმა ჩავარდა და ახლა მზად არის, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ისევ აქვს პროტესტის გრძნობა.

„ჩავარდა „ნაცმაიდანი" და ამ ფონზე, მე მინდა კიდევ ერთხელ შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პროტესტის განცდა, შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში. მე პირადად, მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდე ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება საჯარო დისკუსია თუ არასაჯარო დისკუსია, ვთავაზობ ყველას ასეთი დისკუსიის გამართვას ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, იმ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას საჯარო თუ არა საჯარო დისკუსიის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე