მიხაილ როთი - მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს

მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს, - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.

„საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის „არჩევა“ კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში არსებული ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის „გლაიხშალტუნგისკენ“. მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს“, - წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია