კახა კალაძე - მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის - როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი

როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.

როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კალაძე წერს, ყაველაშვილი ქვეყნის ღირსებას იცავდა ყოველთვის.

„ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის.

როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ახალი პრეზიდენტი გადადგამს ყველა ნაბიჯს საზოგადოების გაერთიანებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და საქართველოს გაერთიანებისთვის.

მინდა, მივულოცო მიხელ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“, - წერს კალაძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა