ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა - ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტად დასმით, პუტინმა, ივანიშვილის ხელით, საქართველოს სახელმწიფო მასხრად აიგდო

სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა - ყაველაშვილის ე.წ. პრეზიდენტად დასმით, პუტინმა, ივანიშვილის ხელით, საქართველოს სახელმწიფო მასხრად აიგდო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

მისი შეფასებით, ქართველი ხალხი ამ დამცირებას, ძალადობასა და შეურაცხყოფას არ შეეგუება.

“სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა - პუტინმა, ივანიშვილის ხელით, მასხრად აიგდო საქართველოს სახელმწიფო. კიდევ უფრო ხილული როგორ უნდა იყოს "ეფესბეს" "ღადაობა" და გართობა ჩვენი ქვეყნით. პუტინი მსოფლიოს აჩვენებს - შეხედეთ, რას ჰგვანან ქართველები, ესენი გინდათ ევროკავშირში ? ნახეთ, რის გაკეთება და “გაპრავება” შემიძლია ამ ქვეყანაში და ეს არის სახელმწიფო ? პუტინის "მესიჯი" დანარჩენ მსოფლიოს - საქართველო - ეს მე ვარ ! ჩემი მოედანია, ჩემი სათამაშოა და პრეზიდენტიც შესაბამისი დავსვი.

საქართველო არ დანებდება, ქართველი ხალხი არ შეეგუება ამ დამცირებას, ძალადობას და შეურაცხყოფას. სრულიად მსოფლიო ნახავს, რომ ქართველ ხალხს აქვს ბრძოლისუნარიანობა და რუსის აგენტურას კუდით ქვას ასროლინებს.

ქუჩა, ქუჩა და ქუჩა! გამოსავალი მხოლოდ ერთობაშია. უპირობოდ უნდა გავიმარჯვოთ”,- წერს ლევან ხაბეიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!