ბადრი ჯაფარიძე - „ქართულმა ოცნებამ“ გასული ერთი წელი გამოიყენა მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე დაესამარებინა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა

„ქართულმა ოცნებამ“ გასული ერთი წელი გამოიყენა მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე დაესამარებინა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ახლა მთავარი ეროვნული ამოცანაა, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყნის სათავეში მოვიდეს ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული სტატუსი ქვეყანამ საქართველოს მოქალაქეების თავგანწირული ბრძოლის შედეგად მიიღო.

ამ ერთი წლის მანძილზე ქვეყანას რომ ჰყოლოდა ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, დღეს ჩვენ ევროკავშირთან გახსნილი გვექნებოდა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირზე გაწევრიანების თაობაზე. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ გასული ერთი წელი გამოიყენა მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე დაესამარებინა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა.

ცხადია, ამ ერთი წლის მანძილზე სრულიად შესაძლებელი იყო ევროკავშირიდან მიღებული რეკომენდაციების შესრულება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მათი შესრულების ნაცვლად მიზანმიმართულად მოახდინა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი და ფუნდამენტური მოთხოვნა-ქვეყანაში ჩატარებულიყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უგულებელყო. მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მიიტაცა და მისი შედეგები გააყალბა. შემდგომ თვითმარქვია ძალამ არც ეს იკმარა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეჩერებულია.

ახლა მთავარი ეროვნული ამოცანაა, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყნის სათავეში მოვიდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში არჩეული ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი მიზანი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება-ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და მოკლე ვადებში დასრულება იქნება“, - წერს ბადრი ჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო