ანა დოლიძე - ბავშვებს სჭირდებათ ევროპული კეთილდღეობა, რასაც ვერ მივაღწევთ „ქართული ოცნების“ პირობებში

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთება მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციისთვის იყო გამიზნული.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოში ბავშვთა უფლებები დაცული არ არის.

„დიახაც, [ნაძვის ხე] ვერ აინთო და არ აინთო.

მინდა გაგახსენოთ კალაძის გუშინდელი სამარცხვინო ჩართვა, სადაც ის ამბობს, რომ ამას ბავშვებისთვის ვაკეთებთო. ხალხნო, ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოში შიმშილობს, ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი არის საშინელი, 150 ათასზე მეტი ოჯახი წავიდა ემიგრაციაში და აქ ბავშვებს ზრდიან ბებიები და ბაბუები. ბავშვებს საქართველოში სჭირდებათ: კარგი კვება, კარგი სწავლა, უსაფრთხოება და ბევრი სხვა რამ, რაც ახასიათებს ევროპულ კეთილდღეობას. ამას ვერ მივაღწევთ „ქართული ოცნების“ პირობებში. ნაძვის ხის საკითხი პროვოკაციისთვის იყო შემოგდებული. რა მაგარია, რომ ეს არ შედგა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს