ევროპაში აკრედიტებული განათლების მიღება AI-ში, სტუდენტებს სრული დაფინანსებით BTU-სგან შეეძლებათ

ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, ევროპული აკრედიტაციის პროცესის დაწყება პროგრამისთვის, სრული დაფინანსებით სწავლა გერმანიის წამყვან, გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ქვეყნის პირველი გაფართოებული რეალობის სასწავლო-კვლევით ლაბორატორია და სხვა შეთანხმებები, BTU-ს და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის, გერმანიაში შედგა.

ლაბორატორია უნივერსიტეტის ახალ კამპუსში განთავსდება და 2025 წელს გაიხსნება. BTU აგრეთვე აანონსებს ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამისთვის გერმანული აკრედიტაციის პროცესის დაწყებას, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით ერთერთი ყველაზე პრესტიჟული და ფართოდ აღიარებული აკრედიტაციის ორგანოს მიერ იქნება გაცემული. გერმანიის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან პარტნიორობით, BTU უკვე ახორციელებს საბაკალავრო პროგრამას "კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი".

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტს სრული დაფინანსებით შეუძლია გაატაროს რამდენიმე სემესტრი ცვიკაუს უნივერსიტეტში და შედეგად, მოიპოვოს ორი დიპლომი.

BTU-ს ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

თანამშრომლობა შედგა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD-ის მიერ დაფინანსებული ინოვაციური iMERGE პროექტის ფარგლებში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ევროპულ საგანმანათლებლო ინიციატივებში, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს