ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება დაიწყო - მოსკოვმა კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია ომში, სწორედ პუტინი დგამს ნაბიჯებს ომის გაფართოებისა და გაგრძელებისთვის

არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთმა თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების შესამჩნევი რაოდენობის გამოყენება დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსები მათ ჯერჯერობით მხოლოდ კურსკის რეგიონში იყენებენ, თუმცა უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეელების გამოყენებას ფრონტის სხვა სექტორებში დაიწყებენ.

"ამ კატეგორიას შორის დანაკარგები უკვე შესამჩნევია. ფაქტობრივად, მოსკოვმა კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია ამ ომში და შეძლებისდაგვარად ჩართო და თუ ეს ესკალაცია არ არის, მაშინ რა არის ესკალაცია, რომლის შესახებაც ბევრი საუბრობდა. სწორედ პუტინი დგამს ნაბიჯებს ამ ომის გაფართოებისა და გასაგრძელებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშკარაა, რომ მოსკოვი უგულებელყოფს მოწოდებებს ყველა ქვეყნიდან - დაწყებული ჩინეთიდან და ბრაზილიიდან დამთავრებული სხვა ქვეყნებით, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეესკალაციისთვის.

„ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან კოორდინირებულ მოქმედებას ამ ომის შესაჩერებლად - მისი საიმედოდ, გარანტირებული მშვიდობით შესაჩერებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ