სერგო ჩიხლაძე - მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის გარდა - ივანიშვილის პრაგმატული გათვლაა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან საქართველოს სრული იზოლაცია მოხდეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გათვლაა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან საქართველოს სრული იზოლაცია მოხდეს, ხოლო ქვეყნის შიგნით უიმედობამ დაისადგუროს.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის და ქვეყნის გარდა.

მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით ბიძინა ივანიშვილს ორი მიზნის მიღწევა სურს. ერთი, ქართველი ხალხის დამცირება, უიმედობის დანერგვა ხალხში, დათრგუნულობა, რომ ადამიანებმა ხელი ჩაიქნიონ ყველაფერზე და ამ უიმედო მდგომარეობას შეეგუონ. მეორე, დასავლეთისგან დისტანცირება და ქვეყნის კიდევ უფრო იზოლირება დასავლური სამყაროსგან.

ჯერ ერთი „ქართულ ოცნებას“ არავინ აღიარებს ხელისუფლებად და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობას არავინ აღიარებს, რამდენიმე ოდიოზური ლიდერის და ქვეყნის გარდა. ამიტომ ივანიშვილის ძალიან პრაგმატული გათვლაა, რომ მოხდეს საქართველოს სრული იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან, ხოლო ქვეყნის შიგნით უიმედობამ, დათრგუნულობამ დაისადგუროს. ფიქრობს, ასე უფრო ადვილად დაიმორჩილებს ქართველ ხალხს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი