გრიგორი კარასინი - ძნელი სათქმელია, რით ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი - ასეა თუ ისე, მან გარკვეული დროით მოახერხა თბილისის ქუჩებში „ემოციების მანქანის“ შეყვანა, მაგრამ საათი დაჟინებით ითვლის ძალაუფლებისა და პოპულარობის წუთებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

„საქართველოში ზურაბიშვილის ფენომენი დინამიკას იძენს. ახლა ეს ყოფილი მომხიბვლელი ქალი არჩევნებში წაგების შემთხვევაშიც კი უარს ამბობს საპრეზიდენტო პალატის დატოვებაზე. ძნელი სათქმელია, რით ხელმძღვანელობს სალომე. შესაძლოა, მიზანი არის შეურიგებლობის იმიჯის შექმნა და ისტორიაში შესვლა, როგორც დასავლური ღირებულებებისკენ ნებისმიერ ფასად სწრაფვის სიმბოლო“, - წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, გარკვეული დროით, თბილისის ქუჩებში „ემოციების მანქანის“ შეყვანა მოახერხა.

„ასეა თუ ისე, მან გარკვეული დროით მოახერხა თბილისის ქუჩებში „ემოციების მანქანის“ შეყვანა, მაგრამ ზომების ოქროს წესი არავის გაუუქმებია და საათი დაჟინებით ითვლის ძალაუფლებისა და პოპულარობის წუთებს”, - წერს კარასინი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს