დავით მათიკაშვილი პრემიერის მიერ პროტესტის მონაწილეებისთვის დისკუსიის შეთავაზებაზე - მოისმინონ, რატომ არის ეს პროტესტი უსაფუძვლო, რომ ქვეყანა ევროპული გზით მიემართება და საგარეო ვექტორს ცვლილება არ განუცდია - მიხვდნენ, ქვეყანაში თუ რამეა პრობლემური, ესაა რადიკალური ოპოზიცია

იმისთვის, რომ კიდევ უფრო ცალსახად, ჩვენი საზოგადოების ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, ასეთი კითხვები რეალურად არ არსებობს, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, მოეტყუებინათ საზოგადოება, სწორედ ამაზეა [გათვლილი]. სურვილის შემთხვევაში მზად არის ეს პასუხი, თუმცა ეს პასუხი რომ მიიღონ, საჭიროა გამბედაობა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, დაინტერესებულ პირებთან დისკუსიის გამართვის მზაობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ადამიანებმა, ვინც საპროტესტო აქციებში არიან ჩართული, პრემიერის შეთავაზება უნდა მიიღონ და მოისმინონ, თუ რატომ არის პროტესტი უსაფუძვლო და გაიაზრონ, რომ ქვეყანაში თუ რამეა პრობლემა, "ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს განვითარებას აფერხებს".

"მიბრძანდნენ პრემიერთან, მიიღონ მისი შემოთავაზება და მოისმინონ, კონკრეტულად რატომ არის ეს პროტესტი უსაფუძვლო, რომ ქვეყანა ევროპული გზით, მდგრადი ნაბიჯებით მიემართება და ამ კუთხით ჩვენს საგარეო ვექტორს ცვლილება არ განუცდია. გამბედაობა იქონიონ, მიბრძანდნენ პრემიერთან და სიმართლე მოისმინონ იმისთვის, რომ ამ ტყუილ პროტესტს აზრიანად მოეკიდონ და მიხვდნენ, რომ ქვეყანაში თუ რამეა პრობლემური, არის რეალურად რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება