დავით მათიკაშვილი - მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო, გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების და იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც ცდილობს, ვანდალიზმით დაამახსოვროს თავი საზოგადოებას - ძალიან მალე ვიხილავთ ანთებულ მთავარ ნაძვის ხეს

როგორი ირონიული წიაღსვლაა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის კარგად დამახსოვრებადი ფაქტებია, როდესაც 2012 წლის 26 მაისს კარგად გვახსოვს, რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ხელისუფლების მიმართ, როგორ დახოცეს პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანები იმისთვის, რომ მეორე დღეს აღლუმი ჩაეტარებინათ. ფაქტობრივად, სისხლში გაიარა მაშინდელი ხელისუფლების მცდელობამ, ხალხის პროტესტი ჩაეხშო,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, რუსთაველის გამზირზე, მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადებას.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ გუშინ აიცილა პროვოკაცია, რომელსაც „რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა“, რითაც „გაუფრთხილდა ბავშვების და თავად იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვინც აქციაზე ვანდალიზმით ცდილობს საზოგადოებას თავი დაამახსოვროს“.

მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოება მალე იხილავს ანთებულ მთავარ ნაძვის ხეს და საახალწლო განწყობა კიდევ უფრო ამაღლდება.

„ჩვენ, საპირისპიროდ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც, სწორედ რომ ადამიანზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ის პოლიტიკა, რომელიც 2012 წლიდან აქვს „ქართულ ოცნებას“, კვლავ ცხადად დასანახი გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგანაც პროვოკაცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა რუსთაველზე გუშინ და ცდილობდა, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ კონფლიქტური, პროვოკაციული სიტუაციით მძიმე შედეგები დაეყენებინა, ეს თავიდან იქნა არიდებული იმით, რომ რეალურად, მთავარი ნაძვის ხის ანთება გადაიდო. ამით ჩვენ გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც იქ შეგნებით თუ შეუგნებლად ცდილობს, ვანდალიზმით დაამახსოვროს თავი საზოგადოებას და ტყუილი მიზნების ძიებაში ფაქტობრივად იკარგება ის მოცემულობა, რასაც ჰქვია ახალი წელი და შობა, მაგრამ ეს ასე არ მოხდება - საზოგადოება ძალიან მალე იხილავს ანთებულ მთავარ ნაძვის ხეს და ის საახალწლო საზეიმო განწყობა, რომელიც არის საზოგადოებაში, კიდევ უფრო გაღრმავდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ