გივი მიქანაძე - ნაძვის ხის ანთების ცერემონიალის დროებით გადადება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება არ მოხდეს

გუშინ დაგეგმილი იყო საახალწლო ნაძვის ხის ოფიციალური ცერემონიალური ანთება, რომელზეც დაპატიჟებული იყო ჩვენი დედაქალის მაცხოვრებელი და სტუმარი ადამიანები, რა თქმა უნდა პატარებთან ერთად. ჩვენ ვნახეთ რომ რადიკალებმა ყველაფერი გააკეთეს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმაც თავისი განცხადებებით იმისთვის, რომ იმის მაგივრად, რომ მომხდარიყო ამ საზეიმო ცერემონიალის განხორციელება, რაც პირველ რიგში ჩვენი პატარებისთვის არის მნიშვნელოვანი, ამის ნაცვლად შექმნეს დაპირისპირების კერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაძვის ხის ანთების ცერემონიალის დროებით გადადება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ არ მოხდეს საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება.

„ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდა ნაძვის ხის ანთების ცერემონიალის დროებით გადადება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ საზოგადოებას შორის გახლეჩა არ მოხდეს, დაპირისპირება არ მოხდეს და ის პროვოკაციული ქმედებები, რომელიც ნაკარნახევია და არის დაორგანიზებული რადიკალური ფრთის წარმომადგენლების მხრიდან, მათი გეგმები რომ არ განხორციელდეს და პირველ რიგში ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯებით ვართ ორიენტირებული საზოგადოების კეთილდღეობაზე. გუშინდელი ეს გადაწყვეტილებაც ზუსტად ამით იყო ნაკარნახევი. თქვენ ასევე ნახეთ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სხვა დეპუტატებთან ერთად ჩავიდა მოსახლეობაში, რომელიც მოდიოდა ნაძვის ხის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ბავშვებთან ერთად და სთხოვა მან, იმისთვის, რომ ეს სიტუაცია რაიმე დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო და პროვოკაციის განხორციელებისთვის რაიმე საფუძველი არ შექმნილიყო, რომელსაც რა თქმა უნდა უქმნიდნენ პირველ რიგში რადიკალები, სთხოვა რომ დაშლილიყვნენ. მადლობელი ვართ ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ამ პროცესს, მიხვდნენ შექმნილი სიტუაციის ვითარებას და იმ რისკებს, რომელიც ამ სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება ყოფილიყო და მათ მიიღეს ეს თხოვნა და მოხდა მათი უკან სახლში გაბრუნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ღონისძიების გადადება აღქმული იქნა როგორც ხელისუფლების მიერ უკან დახევა, რადგან ოპოზიციას წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს 26 მაისის ღონისძიების ჩასატარებლად, რუსთაველის გამზირზე „წმენდა“ ჩაატარეს.

„ვხედავთ, რომ რადიკალების მხრიდან ეს ყველაფერი მიზანმიმართულად აღქმული იქნა თითქოს რაღაცაზე უკან დახევად. ზუსტად ეს კიდევ ერთხელ ავლენს მათ სახეს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც უკან არაფერზე არ დაიხევდნენ და რომლებმაც 26 მაისის ღონისძიება რომ ჩატარებულიყო, ჩაატარეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით წმენდა რუსთაველის გამზირზე და გახსოვთ თქვენ ეს რა შედეგებით დასრულდა, რა სავალალო შედეგებით დასრულდა, მაშინ როდესაც მოქმედი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც იმისთვის, რომ საზოგადოებას შორის დაპირისპირება არ იყოს და ყველა ნაბიჯი და ყველა მიმდინარე სიტუაცია იყოს პირველ რიგში საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში