გივი მიქანაძე - მიხეილ ყაველაშვილი გამოირჩევა თავისი ღირსებით, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით და ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში

მიხეილ ყაველაშვილი გამოირჩევა თავისი ღირსებით, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით და ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს იმ მიმართულებას, რაც მას კონსტიტუციით და კანონმდებლობით კომპეტენციის ფარგლებში აქვს განსაზღვრული და ეს იქნება ქვეყნის მომავალზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა.

„გუშინ საქართველოში პირველად, ახალი მოდელით ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები და კოლეგიამ აირჩია მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ახალ პრეზიდენტად. მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანია. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი ღირსებით, პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით და ადამიანია, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს დააბრუნებს იმ საკონსტიტუციო ჩარჩოებში, რომლის კონტექსტიც უმნიშვნელოვანესი არის ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის.

დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს ამ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალიან პოზიტიურ როლს ქვეყნის წინსვლისა და განვითარების პროცესებში და მიხეილ ყაველაშვილი უშუალოდ ჩართული იქნება ამ პროცესებში, უხელმძღვანელებს იმ მიმართულებას, რაც მას კონსტიტუციით და კანონმდებლობით კომპეტენციის ფარგლებში აქვს განსაზღვრული და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალზე და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსაუხრი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს