ბათუმში მასწავლებლები აქციას - „მასწავლებელი ევროპული განათლების საწყისია“ -  მართავენ

„მასწავლებელი ევროპული განათლების საწყისია”,- ამ ლოზუნგით, ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან სხვადასხვა სკოლის პედაგოგები საპროტესტო აქციას მართავენ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ისინი გმობენ აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას.

“ყველა შესაძლო მშვიდობიანი ხერხით ვეცდებით, რომ ჩვენი ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მივაწვდინოთ და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს ჭეშმარიტი მშვიდობა, გვქონდეს თავისუფლება და არ იყოს მხოლოდ განცდა, უნდა იყოს ნამდვილი თავისუფლება. კეთილდღეობა და სვლა ევროპისკენ, ჩვენი მომავალი ევროპაშია.

სიმართლეს აქვს ძალა გაუმკლავდეს ყველანაირ იარლიყს და ვერცერთი კამპანია და სტრატეგიულად დაგეგმილი აქტივობების ერთობლიობა შემაფერხებელი ვერ იქნება, სიმართლისკენ მიმავალ გზაზე, მოსწავლეებს ვერ მოვუწოდებ გამოვიდნენ, ვფიქრობ, რომ პირადი მაგალითი მრავლის მთქმელია, თუმცა არც სიტყვებს ვიშურებ, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული რას ნიშნავს თავისუფლება”, - აღნიშნა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს