სალომე ზურაბიშვილი - ყოველი მომდევნო კანონით საქართველო რუსეთად იქცევა, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან

ყოველი მომდევნო კანონით საქართველო რუსეთად იქცევა, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ „ერთპარტიულმა მმართველებმა“ ყველა ნაბიჯი გადადგეს, რათა ევროკავშირისკენ გზა გააუქმონ.

"2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველებმა ევროკავშირის გზის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგეს, რათა ის საბოლოოდ გააუქმონ. ყოველი მომდევნო კანონით საქართველო რუსეთად იქცევა. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!", - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა