ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სტუდენტებმა დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ იმედი აქვთ, რომ „სიმართლე გაიმარჯვებს და დაკავებულები დროულად გათავისუფლდებიან“. სტუდენტებმა სიმბოლურად სიჩუმის წუთები მოაწყვეს.

“თავისუფლება უდანაშაულო ბიჭებს, რომლებიც არიან ხელოვანები და ინტელექტუალები. განათლების გარდა, ეს ბიჭები არიან უპატიოსნესი, მოწესრიგებული ადამიანები. ამ ბიჭების ციხეში ყოფნა, ძალიან დიდი ტკივილია. ჩვენ სათქმელი არაფერი გვაქვს გარდა ერთისა, თავისუფლება მათ. ჩვენ ამ ღონისძიებაზე გამოვფინეთ ბიჭების სამუშაო ინსტრუმენტები სიმების გარეშე, რომლებზეც დაკვრას ვერ შევძლებთ. სალექციო სივრცე კი ბატონი მამუკას გარეშე წარმოვადგინეთ. ასევე, ყველა დაპატიმრებულის ნამუშევრები წარმოვადგინეთ, მათ შორის მათი წერილები. პერფორმანსი ახალგაზრდა რეჟისორებმა დადგეს”, - განაცხადა სტუდენტმა საბა ოკუჯავამ.

ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს