სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ანტონიო კოშტამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

"საქართველოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის ბრძოლაში.

მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე, პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინსიტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა