მიხეილ ყაველაშვილი - გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩემთვის დიდი პატივია, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და გუნდს

მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება - რამდენიმე დღე მომეცა იმისთვის, რომ გამეანალიზებინა, რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის აღებას, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომელიც საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩია.

მისივე თქმით, გუნდმა ჩათვალა, რომ ის იქნებოდა პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„რაც შეეხება შემოთავაზებას, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა [ირაკლი კობახიძე] შეხვედრაზე დამიძახეს. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო შემოთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა შეიძლებოდა განხილულიყო. ეს პროცესი ღიად წარიმართა. ბრიფინგზეც იყო გაცხადებული - რატომ მე და რატომ შეიძლებოდა პრეზიდენტი გავმხდარიყავი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის და მომეცა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ გამეანალიზებინა, რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის აღებას. იმ დღეებში ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრებთან მოხდა კონსულტაციები და შემდეგ მათმა მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა იმისთვის, რომ კანდიდატობაზე თანხმობა მიმეცა.

თავისთავად, ცხოვრებაში გამოწვევები ბევრი მქონია, თუმცა იმ ჭრილში, რაზეც გვქონდა საუბარი, რომ არსებულ საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის როლი, მკაფიოდ გამოკვეთილი, აუცილებელია საზოგადოებას სწორედ ისე მიეწოდოს, როგორც კონსტიტუციაშია მოცემული. ამ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელ გუნდს, რომ ჩემ მიმართ ასეთი მხარდაჭერა გამოხატეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში.

ამასთან, ყაველაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის მისი გამოსვლები "ცოტა უხეშად" ჩანდა, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურებოდა ქვეყნის და ეროვნულ ინტერესს.

„ამ ბოლო წლებში საზოგადოებისთვის შეიძლება ცოტა უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იდგა ჩემი და ჩემი გუნდის წინაშე. რატომ ვიყავი რიგ შემთხვევაში რადიკალური და აგრესიული - ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ეროვნულ ინტერესს. გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი, მაგრამ გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის ინტერესის დაცვას სხვა ფორმით“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია