სალომე ზურაბიშვილი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია - ახალი არჩევნები!

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, პრეზიდენტმა კოშტამ დაუდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„დღეს საღამოს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან.

ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია - ახალი არჩევნები!

პრეზიდენტმა კოშტამ დამიდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა