„თბილისი ენერჯი“ - საბურთალოს რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 4 550 აბონენტს შეუწყდა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, საბურთალოს რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 4 550 აბონენტს შეუწყდა.

მათივე განცხადებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16 დეკემბრის 10:00 საათიდან.

„გაცნობებთ, რომ საბურთალოს რაიონში ვიქტორ დოლიძის და იყალთოს ქუჩების მიმდებარედ, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დღეს 15 დეკემბრის 19:15 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა იყალთოს, დოლიძის, პანკისის, ბალანჩივაძის, ქარელის, ტუსკიას, ტეხურის, ჩაილური, პეკინის გამზ. ნაწილს, სულხან ნასიძის ( ყოფილი ახალშენის), ჩიქოვანის ქუჩის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ 16 დეკემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე. "თბილისი ენერჯი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვოთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს