პროკურატურამ ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებაში პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პროკურატურამ იგივე მოთხოვნით მიმართა სასამართლოს აქციებზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანთან დაკავშირებითაც.

ორივე პროცესი სასამართლოში დღეს გაიმართება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026