კაია კალასი - შევთავაზეთ ამ ადამიანების სია, სანქციები ამ ადამიანებისთვის, რომლებიც იყენებენ ძალას და ძალადობას საქართველოში ოპოზიციის მიმართ

გვქონდა დისკუსიები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ 27 დემოკრატია საკუთარი იდეებით, ასე რომ დრო სჭირდება, მაგრამ დიახ, ჩვენ შევთავაზეთ ამ ადამიანების სია, სანქციები ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ან რეალურად იყენებენ ძალას და ძალადობას ოპოზიციის მიმართ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა ზომების შეთავაზებას აპირებს საქართველოსთან დაკავშირებით მინისტრებისთვის და უნდა ველოდოთ თუ არა დღეს შეთანხმების მიღწევას, კაია კალასმა უპასუხა:

„ჩვენ გვქონდა ეს დისკუსიები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ 27 დემოკრატია საკუთარი იდეებით, ასე რომ დრო სჭირდება, მაგრამ დიახ, ჩვენ შევთავაზეთ ამ ადამიანების სია, სანქციები ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ან რეალურად იყენებენ ძალას და ძალადობას ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ასევე განვიხილავთ უვიზო რეჟიმს, თუ როგორ შევზღუდავთ ამას და სხვა წევრ ქვეყნებსაც სურთ სთხოვონ კომისიას გამოვიდეს ეს წინადადება“, - აღნიშნა კაია კალასმა.

მისი განმარტებით, სია უკვე შეთავაზებულია და განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა, რომ ამ სიასთან დაკავშირებით ყველა შეთანხმდეს.

„ჩვენ ჯერ აქამდე არ ვართ მისული. მოდით, ვნახოთ მივალთ თუ არა“, - აღნიშნა კალასმა.

კითხვაზე, „გააგრძელებენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ე.წ. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ“, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უპასუხა:

„რაც შეეხება პრეზიდენტს, პრეზიდენტი ადგილზეა 29 დეკემბრამდე და მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს