შალვა პაპუაშვილი - საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავი რამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე, რომ მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სისხლისღვრით ემუქრება

საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავი რამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე, რომ მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სისხლისღვრით ემუქრება - საკუთარი ქვეყანა, რომელიც მისთვის საბოლოოდ ვერ იქცა სამშობლოდ, მისი ხელიდან განწირულია არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და ქაოსისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავისი პრეზიდენტობის მიწურულს, სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და მორყევა, არამედ ქვეყანაში მსოფლიოს დასანახად „სამარცხვინო არეულობისა და ფარსის მოწყობა“.

„თავისი პრეზიდენტობის მიწურულს, სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და მორყევა, არამედ ქვეყანაში მსოფლიოს დასანახად სამარცხვინო არეულობისა და ფარსის მოწყობა.

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია. რითაც ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სისხლისღვრით დაემუქრა, თუკი ისინი არ დათმობენ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს. ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავი რამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე იმისა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობას სისხლისღვრით ემუქრება.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის გამტყუნებული იმპიჩმენტის პროცესში, თუმცა მთავარი პოლიტიკური და მორალური დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, ესაა არჩევნებში მოსახლეობის მიერ გამოხატული ნების არცნობა, რითაც მისთვის არასასურველი და მიუღებელი შედეგის აყირავება სცადა.

სალომე ზურაბიშვილი იქცა კიდევ ერთ პრეზიდენტად, რომელიც პირდაპირაა დაკავებული საკუთარი ქვეყნის უცხო გავლენებისთვის ჩაბარებით. იგი მოქმედებს ზუსტად იმავე ძალების მიერ დაწერილი იდენტური სცენარით, რაც მისი ერთ-ერთი წინამორბედისთვის შეიქმნა.

გავიხსენოთ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები. გავიხსენოთ ზუსტად არჩევნების ღამისთვის საარჩევნო შედეგის ამოსატრიალებლად, დადასტურებულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით საქართველოში შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი.

ახლაც ვხედავთ, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განსავითარებლად შერჩეულია ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნები, შერჩეულია არჩევნების პროცესი, შერჩეულია ადგილობრივი უცხო ძალის გავლენის ქვეშ მოქმედი ჯგუფები. ხელწერა არის აბსოლუტურად იგივე.

ცრუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ ცნობს სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს, სადაც თავისუფლად გამოიხატა 2 მილიონ 60 ათასი მოქალაქის ნება; არ ცნობს ქართველი ხალხის არჩევანს, არჩეულ ხელისუფლებას, არჩეულ პრეზიდენტს. უცხო ქვეყნებისგან ითხოვს მხარდაჭერას ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი პროცესების წასახალისებლად.

საკუთარი ქვეყანა, რომელიც მისთვის საბოლოოდ ვერ იქცა სამშობლოდ, მისი ხელიდან განწირულია არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის და ქაოსისთვის.

საბედნიეროდ, დღევანდელ ხელისუფლებას ყველანაირი ბერკეტი აქვს, რათა არ დაუშვას მტრული ძალების შავბნელი ზრახვების ასრულება. ამ საქმეში საქართველოს ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ქართველი ხალხია, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დაახანა ყველას შინ თუ გარეთ, რომ კარგად ხვდება თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რადიკალური ოპოზიცია რამდენიმე ასეულ მხარდამჭერთან მარტოდ დატოვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს