შალვა პაპუაშვილი - ვისმენდით ელჩების და ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებებს, როგორი თეთრი, ფუმფულა და მშვიდობიანი იყო ქვების სროლა - „რას ამბობ, განა ვერ დაინახეთ ყაყაჩოები და გვირილები? ეს არ იყო ქვები და პიროტექნიკა“ - ახალისებდნენ მოძალადეებს

ვხედავდით, რომ პირველ დღეს თუ რაღაც დონის ძალადობა იყო, მეორე დღეს იყო ზოგიერთი ელჩის და ევროპელი პოლიტიკოსის [განცხადება], თუ რამდენად თეთრი, ფუმფულა და მშვიდობიანი იყო ქვების სროლა - ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად წახალისდა ეს მოძალადეთა ჯგუფი და მეტ ძალადობას ვხედავდით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ აქციების საწყის ფაზაში იხილეს ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, გაუხსნეს ცეცხლი სხვადასხვა პიროტექნიკის მეშვეობით, ესროდნენ ქვებს და დააზიანეს პარლამენტის შენობა.

„ჩვენი, როგორც კანონმდებლების ვალია, რომ დროულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აქვს. განსაკუთრებით, როდესაც ეს გამოწვევები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეხება.

ამ აქციების საწყის ფაზაში ჩვენ ვიხილეთ ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, გაუხსნეს ცეცხლი სხვადასხვა პიროტექნიკის მეშვეობით, ესროდნენ ქვებს, დააზიანეს პარლამენტის შენობა. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ყველა ვხედავდით იმ ცნობილ კადრს, რომლითაც, ფაქტობრივად, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ერთ-ერთმა მოძალადემ პოლიციას. ამას მთელი ქართველი ერი განიცდიდა.

ამის პარალელურად ვხედავდით ზოგიერთი უცხოელის განცხადებას, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ, შემდეგ თვალებში ჩაგვხედეს და გვითხრეს: „ეს ხომ მშვიდობიანი იყო, განა მშვიდობა არ არის ქვის სროლა? ეს ხომ მშვიდობის აპოგეაა, როდესაც „მაშხალებს“ ესვრი პოლიციელს და 150 პოლიციელი დაზიანდება ქვით, დამწვრობით და ა.შ. ეს ხომ ის მშვიდობაა, რომელიც ყველასთვის სანატრელიაო. ასე უტიფრად გვიყურებდნენ თვალებში და მშვიდობიანს ეძახდნენ მასობრივ ძალადობას. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტად ახალისებდა ამ მოძალადეებს: ვხედავდით, რომ პირველ დღეს თუ რაღაც დონის ძალადობა იყო, მეორე დღეს იყო ზოგიერთი ელჩის და ევროპელი პოლიტიკოსის [განცხადება], თუ რამდენად თეთრი, ფუმფულა და მშვიდობიანი იყო ქვების სროლა. მეორე დრეს კიდევ უფრო მეტად წახალისდა ეს მოძალადეთა ჯგუფი და მეტ ძალადობას ვხედავდით.

ამის შემდეგ კიდევ ვნახეთ შეფასებები, რომ "რას ამბობ, ეს ხომ მშვიდობაა, განა ვერ დაინახეთ მათ მიერ ნასროლი ყაყაჩოები და გვირილები? ეს არ იყო ქვები და პიროტექნიკა". კიდევ უფრო მეტად ახალისებდნენ ამ მოძალადეებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემის ირგვლივ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას პაპუაშვილმა განმარტა, რომ ისინი პირველ რიგში ემსახურება მოსახლეობის და თავად აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას.

„გაოგნებულია ხალხი, როდესაც უყურებს ელჩებს, ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც თვალში გვიყურებენ, გვატყუებენ და შავზე გვეუბნებიან რომ თეთრია. ეს ფარისევლობა, რაც ვიხილეთ გამაოგნებელია ჩვენი ხალხისთვის.

სწორედ ეს წახალისება კიდევ უფრო მეტ აგრესიას და ძალადობას იწვევდა მოძალადე ჯგუფების მხრიდან. რა თქმა უნდა ამას შესაფერის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა სჭირდება, რაც სრულად შეესატყვისება ევროპულ ჩარჩოებსა და სტანდარტებს, რომელიც სხვა ქვეყნებში მოქმედებს - იქნება ეს პიროტექნიკის საკითხი, შენიღბვის აკრძალვა თუ სხვა.

ასე რომ, ეს პირველ რიგში ემსახურება ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, თავად აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას. ვნახეთ, რომ თავად აქციის მონაწილეები დაზიანდნენ პიროტექნიკის თუ სხვა საშუალებების გამოყენებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო