ქეთევან თურაზაშვილი - ალეკო ელისაშვილი დღეს საპატიმროშია, ის არის „ქართული ოცნების“ პირადი ტყვე! სრულიად შეუსაბამო მუხლით ჩასვეს ციხეში, პროვოკაცია მოუწყვეს

ალეკო ელისაშვილი დღეს საპატიმროშია, ის არის „ქართული ოცნების“ პირადი ტყვე! სრულიად შეუსაბამო მუხლით ჩასვეს ციხეში, პროვოკაცია მოუწყვეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში სრულიად საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ქვეყანაში 500-მდე პოლიტპატიმარია.

„რაც ალეკოს გარშემო მოხდა, ამას დაკავებასაც ვერ ვუწოდებ, რადგან ეს პროცესი იყო აბსოლუტურად გასული სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ეს იყო ბანდის მიერ ადამიანის გატაცება, რასაც მოჰყვა ფიზიკური ძალადობა. სამწუხაროდ სახელმწიფომ ალეკო ელისაშვილზე ფიზიკურად უკვე არაერთხელ იძალადა.

ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მარტის აქციების პერიოდი, როდესაც მას კომიტეტის სხდომის დროს დაახლოებით ათი-თხუთმეტი კაცი გაუსწორდა. შემდეგ, 17 აპრილს, აქციაზე პოლიციამ მოუწყო კორიდორი და სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად, ნეკნი ჰქონდა გატეხილი და სახეზეც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მაშინ საპარლამენტო იმუნიტეტმა ვერ დაიცვა პარლამენტის დეპუტატი. ივანიშვილის დაპირებული მშვიდობის ნაცვლად მივიღეთ ქაოსი, ძალადობა, საზოგადოების გახლეჩა. სასამართლოებში ასამართლებენ და ჯარიმებს უწესებენ ძალიან ჯანსაღ, თავისუფალ, ნიჭიერ ახალგაზრდებს. ამის ფონზე კი აქციის მონაწილეებზე მოძალადე არცერთი პირი არ არის დასჯილი, არცერთი მოძალადის მიმართ საქმე არ არის აღძრული. ქვეყანაში არის კრიზისული ვითარება, რის განსამუხტადაც აუცილებელია ახალი არჩევნების დანიშვნა და ყველა პატიმრის გათავისუფლება. სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის შემობრუნება, სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ძალადობაზე, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დანიშნოს ახალა არჩევნები!“- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ცნობისთვის, შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, დღეს საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებით პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს. პროცესი სასამართლოში დღეს გაიმართება.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე