ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტები შეხვედრას მართავენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტები მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას მართავენ.

როგორც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილავენ იმ გამოწვევებს, რომელიც „ბიძინა ივანიშვილმა შექმნა”.

„იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის ავტორიტარულმა ძალამ ქვეყანაში საფრთხეები შექმნა, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის კუთხით და მაშინ, როდესაც მიმდინარეობს განხილვა, არა მხოლოდ უკვე დასანქცირებული პირების, არამედ ევროკავშირი ამას აგრძელებს იმისთვის, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა რეჟიმის მონაწილეებისთვის და შემოქმედებისთვის [მოხდეს], ისევე როგორც, სანქციების საკითხს განიხილავენ, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ განვიხილავთ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტებთან იმ გამოწვევებს, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს გაცხადებული ინტერესებისთვის შექმნა. ეს განხილვა მოემსახურება იმას, რომ საქართველოს გაცხადებული ინტერესები დავიცვათ ერთად, არა მხოლოდ პოლიტიკურმა ძალებმა, არამედ საზოგადოებამ, რათა საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ”, - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს