გურამ მაჭარაშვილი - ლიეტუვაც და ესტონეთიც გამალებით ვაჭრობენ რუსეთთან, თვითონ ვერ უწესებენ მოსკოვს სანქციებს და ჩვენ გვიწესებს - გამოდის, რომ დიდი გული აქვს ჩვენთან

ქართველებსა და ესტონელებს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს, თუმცა ეს საქციელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყნებში არსებული ხელისუფლებები უცხოური ძალის წარმომადგენლები არიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის განცხადება იყო ღირსეული, „რადგან საზოგადოებას არაფერი დაუშავებია“.

„ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ერთი რამ: ლიეტუვაც და ესტონეთიც მოგვიწოდებდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა მაშინ, როდესაც ლიეტუვას და ესტონეთსაც ძალიან წარმატებული სავაჭრო ურთიერთობები აქვთ რუსეთთან. რუსეთს ვერ დაუწესეს სანქციები და ახლა ცდილობენ, რომ ჩვენ დაგვიწესონ - გამოუშვეს რამდენიმე პირზე. ჩვენ ვნახეთ საქართველოს მთავრობის ღირსეული განცხადება მიუხედავად იმისა, რას ემსახურებიან ეს ქვეყნები, მაინც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩით ლიეტუვასთან და ესტონეთთან, რადგან საზოგადოებას არაფერი დაუშავებია. ქართველებსა და ესტონელებს შორის ეს მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს, თუმცა ეს საქციელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინას, რომ ამ ქვეყნებში არსებული ხელისუფლებები უცხოური ძალის წარმომადგენლები არიან.

მაშინ როდესაც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები - ლიეტუვაც და ესტონეთიც გამალებით ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან, მოუწოდებს არაევროკავშირის და ნატოს არაწევრ ქვეყანა საქართველოს, რომ დაუწესოს რუსეთს სანქციები. თვითონ ვერ უწესებს და ჩვენ გვიწესებს. გამოდის, რომ დიდი გული აქვს ჩვენთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვხედავთ, როგორია მომავალი, რომ 2025 წლიდან ძალიან ბევრ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ჩავხედავთ თვალებში. ზოგს არც ამის შერცხვება, რადგან ბევრს ეს არ გააჩნია, მაგრამ ბევრს ძალიან შერცხვება კმ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩაიდინეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობებმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები გააფართოვეს და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც დაასანქცირეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის თქმით კი, ლიეტუვას მთავრობამ კიდევ 17 პირი დაასანქცირა.

მოგვიანებით ამ გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ორივე სახელმწიფოსთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა