თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პარლამენტთან განთავსებული ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე აინთება

დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება მთავარი ნაძვის ხე, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძემ მიზეზად „რადიკალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ დაასახელა.

"რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული აგრესიული ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სადღესასწაულო განწყობის შემოტანას ჩვენს დედაქალაქში. 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა გამართულიყო საზეიმო ღონისძიება, სადაც ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით პატარებს ექნებოდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას.

რასაკვირველია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ თუნდაც რადიკალები საკუთარი თანაქალაქელების წინააღმდეგ ასეთ სახალხო ღონისძიებაზეც დაგეგმავდნენ პროვოკაციებს. ნახეთ, რა ხდებოდა ადგილზე - აგრესიულმა ჯგუფებმა, სცენას, სადაც ბავშვები უნდა ასულიყვნენ, ნაძვის ხის ასანთებად, დაუშინეს შუშის ბოთლები და სხვა მძიმე საგნები.

პარალელურად, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამას გარდა დაგეგმილი იყო მთელი რიგი პროვოკაციები, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყოლოდა, ვიმოქმედეთ ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია დაიცვას მოსახლეობა, მათ შორის ის მომიტინგეებიც, რომლებიც მზად იყვნენ, ყველანაირი პროვოკაციის მოსაწყობად.რადიკალები მთელი დღის განმავლობაში თესავდნენ შიშს მოსახლეობაში, რათა რუსთაველის გამზირზე ბავშვები არ მიეყვანათ, ბავშვებთან ერთად მისულ მშობლებს კი ადგილზე შვილების თანდასწრებით მძიმე პროვოკაციებს უწყობდნენ. სხვა რა უნდა უწოდო ამას, თუ არა ლიბერალური ფაშიზმი. დაგეგმილი ღონისძიების წინა დღეს, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მანამდე სკოლის ბავშვებს ძალადობრივ მიტინგებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა და რომ არა საზოგადოების აღშფოთება, ალბათ შემდეგი უკვე ბაღის ბავშვებისთვის მოწოდება იქნებოდა ძალადობრივ აქციებში ჩართულობისკენ, იმის თქმაც კი იკადრა, რომ რუსთაველის გამზირი გაზით იყო გაჟღენთილი და იქ ბავშვების მისვლა საშიში იყო.მას შემდეგ, რაც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადავდეთ, რადიკალებმა, რომლებმაც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნები წააგეს, წაგების შემდეგ ბავშვებზე გამარჯვება იზეიმეს.

რაც შეეხება სადღესასწაულო დღეებს, მოგეხსენებათ, დეკემბრის დასაწყისში თბილისში ვრთავდით ხოლმე საახალწლო განათებებს და ინთებოდა მთავარი ნაძვის ხეც, ამჯერად, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მიეცემა უფლება, ჩვენს პატარებს, თანაქალაქელებს სიხარულისა და ბედნიერების განცდა წაართვას. თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი, საახალწლო ქალაქი. გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება. ამ დღეების განმავლობაში და ახალ, 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება - ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა