კახა კალაძე - რაც ქვეყანაში ხდება, გარედან არის მართული, შიდა წვრილფეხა რადიკალების ჩართულობითა და მონაწილეობით - ვითომ ახალგაზრდების აქციაა, არადა ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრი არიან!

ყველა პროცესი, რასაც ჩვენ დღეს ქვეყანაში ვხედავთ, გარედან არის მართული, შიდა წვრილფეხა რადიკალების ჩართულობითა და მონაწილეობით - ვითომ ახალგაზრდების აქციაა, არადა ყველა მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, “რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თბილ ოფისებს აფარებდნენ თავს, სადაც თბილად არიან შეყუჟული, მიირთმევენ ცხელ შოკოლადს, ყავას, ჩაის და ბავშვებს შს სამინისტროს წარმომადგენლებთან აპირისპირებენ“.

“ნებისმიერ ადამიანებს შეუძლია საკუთარი მოსაზრება მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს და არავინ ამაში არ ხელს არ უშლის, არავინ იზღუდება, მაგრამ ჩვენ აგრესიული ჯგუფები ვნახეთ, რომლებიც პირდაპირ გადადიოდნენ შეურაცხყოფაზე, პოლიციელებს ესროდნენ მძიმე საგნებს, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, რაც რადიკალურად მიუღებელია. რადიკალური დაჯგუფების ლიდერები კი თბილად არიან მოთავსებული ოფისებში.

ვიცით, რომ მათი რეიტინგი არის ნულს ქვემოთ, ყველანაირად განულებული არიან, არანაირი ავტორიტეტი საზოგადოებაში მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად, აქვთ მცდელობა იმისა, საზოგადოებას მოაჩვენონ, რომ არაფერ შუაში არ არიან. ვითომ ეს არის ახალგაზრდების აქცია - არადა, რადიკალური დაჯგუფებები ყველა მათი ახალგაზრდული ორგანიზაციებია, ასევე არიან კარგად გაზულუქებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას დასავლეთიდან იღებენ და არიან ექსტრემისტული ორგანიზაციები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა