გიორგი ვაშაძე - ყველა მეცნიერს და ექსპერტს, ვინც აქ არის, ძალიან კარგი კონტაქტები და მოსაზრებები აქვთ, როგორ გამოვიდეთ ჩიხიდან - ვთანხმდებით, რომ საქართველოს მხოლოდ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უშველის

ყველა მეცნიერს და ექსპერტს, ვინც აქ არის, ძალიან კარგი კონტაქტები და მოსაზრებები აქვთ, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ჩიხიდან - ვთანხმდებით, რომ საქართველოს მხოლოდ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უშველის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათი მთავარი სამიზნე, არის „ძალმომრეობითი სამართალდამცავი სისტემის ჩამოშლა“ და შეხვედრაზე საუბარი სწორედ ამაზე შედგა, თუ რა უნდა გააკეთონ კონკრეტულად ამისთვის.

„ყველა მეცნიერს და ექსპერტს, ვინც აქ არის, ძალიან კარგი კონტაქტები და მოსაზრებები აქვთ, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ჩიხიდან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველოს მხოლოდ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება უშველის. სხვა მხრივ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებული მშვიდობის ნაცვლად ქაოსი და არეულობა მოიტანა. ქვეყანას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო ასპარეზზე მხოლოდ დაამშვიდებს ერთობლივი მუშაობა.

ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რა უნდა იყოს ჩვენი ქმედებები ქვეყნის შიგნით. ჩვენი მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, არის ძალმომრეობითი სამართალდამცავი სისტემის ჩამოშლა. ასევე ვისაუბრეთ საგარეო ასპარეზზე, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კონკრეტულად“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მათი ამოცანა არის კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტულ ჯგუფებსა და საზოგადოებას შორის იმისთვის, რომ უფრო და უფრო მძლავრი იყოს წინააღმდეგობა, რომელსაც უწევენ „არალეგიტიმურ ხელისუფლებას“.

„დღეს მიღწეული მიზანი არის, რომ აღიარება „ქართული ოცნების“ რეჟიმს არ აქვს. ასევე, რაზეც ერთობლივად ვიმუშავეთ, არის ის, რომ გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, სხვა სახელმწიფოებშიც მოხდეს ამ ადამიანების სანქცირება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს