მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილზე - საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებასთან - ეს არის ახალი მეთოდი, ჯერ იჭერ ადამიანს და მერე ვითომ ჰუმანურობას იჩენ და გარეთ უშვებ

საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებასთან. აბსოლუტურად გაუგებარი იყო დაჭერის და გამოშვების პროცესიც - პირველი მოთხოვნა არის ყველა იმ ახალგაზრდის, პოლიტპატიმრის გამოშვება, რომელიც დღეს საპყრობილეშია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული და დაზიანებული პირების უფლებები იყოს დაცული.

„საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებასთან. ეს არის ახალი მეთოდი, ჯერ იჭერ ადამიანს და მერე ვითომ ჰუმანურობას იჩენ და გარეთ უშვებ. აბსოლუტურად გაუგებარი იყო დაჭერის და გამოშვების პროცესიც. კარგია და ვულოცავ ალეკოს, რომ გარეთ არის, მაგრამ პირველი მოთხოვნაა - ყველა იმ ახალგაზრდის, პოლიტპატიმრის გამოშვება, რომელიც დღეს საპყრობილეშია. ეს მოთხოვნა არ შეიცვლება, ჩვენ აქვს იმისათვის ვართ, რომ მათი უფლებები დავიცვათ და გამოვიყვანოთ ბიძინას პროკურატურისა და ციხის კლანჭებისაგან.

ის ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის უკეთესს მომავალს, რომლებიც უმოწყალოდ სცემეს, ჟურნალისტებისთვის, ყველასთვის - ვდგავართ აქ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და მოვითხოვოთ სასწრაფოდ გათავისუფლება თითოეული მათგანის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებული „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ, სასამართლო დარბაზიდან 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სახით შეუცვალა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს