გრიგოლ გეგელია ოპოზიციური პარტიების ექსპერტებთან შევხედრაზე - განვიხილეთ ჩვენი საერთო სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დავიხსნათ ქვეყანა ჰიბრიდული რუსული სპეცოპერაციიდან, რომელშიც საქართველო და ქართველი ხალხი იმყოფება

ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ჩვენი საერთო სამოქმედო გეგმა - ასევე, თუ როგორ უნდა დავიხსნათ ქვეყანა ჰიბრიდული რუსული სპეოპერაციიდან, რომელშიც სამწუხაროდ, დღეს საქართველო და ქართველი ხალხი იმყოფება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასრულებენ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო გადატრიალებას.

„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან. კერძოდ, ვისაც გააჩნია ამ ქვეყნის მსახურების დიდი გამოცდილება და ამავე დროს, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ველის და კონტექსტის ძალიან მაღალი ცოდნა. ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ჩვენი საერთო სამოქმედო გეგმა. ასევე, თუ როგორ უნდა დავიხსნათ ქვეყანა ჰიბრიდული რუსული სპეცოპერაციიდან, რომელშიც სამწუხაროდ, დღეს საქართველო და ქართველი ხალხი იმყოფება. პარლამენტში გამაგრებულები არიან რუსები, რომლებიც კრემლის დავალებას ატარებენ. ისინი ასრულებენ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო გადატრიალებას. ყველა ქართველის ვალია შეაჩეროს საკონსტიტუციო გადატრიალება. ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას, ცოდნას, როგორც პოლიტიკოსები, ასევე თავისუფალი საზოგადოების წარმომადგენლები იმისათვის, რომ ეს ქვეყანა, რაც შეიძლება დროულად, კანონიერად და მშვიდობიანად დავიხსნათ რუსული სპეცოპერაციის ტყვეობიდან“, - განაცხადა გეგელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა