მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ იღებს დრაკონულ კანონებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას

[ქართული ოცნება] იღებს დრაკონულ კანონებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის ქართული ენის თემა, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის აღარ არის სავალდებულო, ეს არის საჯარო მოხელის ინსტიტუციაზე სერიოზული დარტყმა - ამას ჩვენ საკმაოდ სერიოზულ პროტესტს დავუპირისპირებთ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც - საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ საჯარო სექტორი ერთპარტიული დაქვემდებარების გახდეს.

„ამ პერიოდის განმავლობაში, [ქართული ოცნება] იღებს დრაკონულ კანონებს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის ქართული ენის თემა, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის აღარ არის სავალდებულო, ეს არის საჯარო მოხელის ინსტიტუციაზე სერიოზული დარტყმა. მათ უკვე შეუძლიათ საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანების, რომლებიც სხვანაირად აზროვნებენ, მათი გათავისუფლება და ფაქტობრივად სურთ, საჯარო სექტორი ერთპარტიული დაქვემდებარების გახადონ.

ამას ჩვენ საკმაოდ სერიოზულ პროტესტს დავუპირისპირებთ, იმიტომ, რომ საქართველოს რუსეთის მიმართულებით - კანონებით, ციხეებით, პროკურატურითა და სასამართლოს მეშვეობით - აფორმებენ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად საჯარო სამსახურებში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები პროფესიულ საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან - მათი დანიშვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან სსიპ-ში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირები.

პარლამენტმა “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის