ნიკა გვარამია - ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს, ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი არის სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები - შესაძლოა, მერეც დარჩეს, მე ვისურვებდი

ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს - ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს არის და რჩება სალომე ზურაბიშვილი , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში.

„არ შეიძლება, არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში. ყველაფერი, რაც „ქართულმა ოცნებამ“, არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა მიიღო, ვინც დანიშნა, იქნება ეს მთავრობა თუ გუშინდელი კარიკატურული პრეზიდენტი. ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს. ეს არ მიმაჩნია საერთოდ აღნიშვნის ღირსად. ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს არის და რჩება სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები და არ შეიცვლება ხელისუფლება. შესაძლოა, მერეც დარჩეს სალომე ზურაბიშვილი. მე ვისურვებდი ამას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა