კაია კალასი - საქართველოსთან დაკავშირებით ინტენსიური დისკუსია და მეტის გაკეთების სურვილი იყო  - ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის

შეხვედრაზე ინტენსიური დისკუსია და მეტის გაკეთების სურვილი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასის თქმით, სანქციებთან 27-ვე წევრი ქვეყნის თანხობაა საჭირო და „სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ“.

„დღეს კომისიასთან ერთად რაც განვიხილეთ დიპლომატიური პასპორტებისა და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაა. უნდა ითქვას, რომ დისკუსია ძალიან ინტენსიური იყო და ასევე მეტის გაკეთების დიდი სურვილიც იყო. ბევრმა აღნიშნა, ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27 წევრის თანხმობა და სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ. მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველი ნაბიჯია და სიმბოლურიც“, - განაცხადა კაია კალასმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს