სალომე ზურაბიშვილი - თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან

თბილისის მეტროში „კაცები შავებში“ იგინებიან, იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ინფორმაციისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მეტროსადგურ „რუსთაველიდან“, რომელშიც ჩანს, რომ ორი ნიღბიანი მამაკაცი მგზავრს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ამასთან, ასევე, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აღნიშნული ორი პირი მეტრო "რუსთაველის" ესკალატორზე უცნობ ადამიანებს ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა